(PNTC)-ის წევრის ინტერვიუ


-როგორ შეიძლება 13,5 მეტრი სიღრმის და 1,5 მლნ. ტონა ნაყარი ტვირთების გამტარობით ფოთის პორტის ერთი ტერმინალი სერიოზულ კონკურენტად იქნეს აღქმული 16 მეტრიანი სიღრმისა და 100 მლნ. ტონიანი საკონტეინერო ტვირთების ანაკლიის მეგაპორტისათვის?
-ახალი ტერმინალი ფოთის პორტში, ახალ შესაძლებლობებს ნიშნავს..
აცხადებს ჩეხი ბიზნესმენი ლადისლვა ჰალაჩკა ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმის ერთ-ერთ დამფუძნებელი
1.როგორც ვხედავთ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე გადაწყვეტილება მიღებული გაქვთ, ეს ასეა?
-დიახ, მიუხედავად ზოგიერთი მცირე პრობლემისა, ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს საქართველოში და ვხედავთ თვალსაჩინო პროგრესს ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესების თვალსაზრისით, საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა, გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა ეს კი შემთხვევით არ ხდება, მე მჭიდრო ურთიერთობა მაქვს ჩემი ქვეყნის საელჩოსთან, მხარს მიჭერს ჩემი ქვეყანა, ვიცი აქ რაც ხდება. თუმცა იცოდეთ მე უფრო აქაური ვარ და მარტო გარედან არ ვხედავ აქ მიმდინარე მოვლენებს. იმედი მაქვს ჩვენს პროექტს რაიმე დაბრკოლება არ ექნება, დანარჩენი კი ჩვენზე – ბიზნესზეა დამოკიდებული.
2.არც ისე ბევრი დრო გავიდა „ეიფიემ ტერმინალსთან“ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებიდან და თქვენ ისევ აქა ხართ, ორიოდე სიტყვით რას გვეტყვით პროექტზე?
-ჩვენი პროექტით ფოთის პორტში უნდა აშენდეს ნაყარი ტვირთების გადასამუშავებლად ერთი ტერმინალი, 13,5 მეტრი სიღრმის და 1,5 მლნ. ტონის გამტარუნარიანობით. ამ საქმეში ჩახედული ევროპელი სპეციალისტების გათვლებით, საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ტერმინალის მოსაწყობად და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მისაღებად დაახლოებით 100 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცაა განსახორციელებელი 2 წლის განმავლობაში.

3.ჩვენ ვხედავთ რომ უკანასკნელ პერიოდში რამდენიმე დიდი პროექტის პრეზენტაცია მოხდა საქართველოში, რჩება შთაბეჭდილება რომ ამ პროექტებს შორის რაიმე სახის კავშირი შეიძლება იყოს, ან ადგილი აქვს კონკურენტულ გარემოს, თქვენ რას იტყვით?
-პირველ რიგში უნდა ავღნიშნო რომ ბიზნესში კონკურენციას მივესალმებით მე და ჩემი პარტნიორები და ამის შესახებ კონსორციუმის თავმჯდომარემ ისაუბრა კიდეც ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში; თუმცა უნდა გავიმეორო მნიშვნელოვანი გარემოება, რადგან ვეცნობი რა აქაურ გამოხმაურებებს მივხვდი რომ შეგნებულად თუ უნებურად ადგილი აქვს საკითხთა მნიშვნელოვანი წრის არაზუსტ ინტერპრეტირებას (რასაც ადგილი არა აქვს მსოფლიო სატრანსპორტო გადაზიდვებთან დაკავშირებულ საინფორმაციო სივრცეში და შემიძლია რამდენიმე ათეული გამოხმაურება მოგიტანოთ) ან ჩვენ პროექტის დაკნინებას, ასევე კონსორციუმის თავმჯდომარეზე გამუდმებულ თავდასხმებს. ჩვენი ერთი – 1, 5 მლნ. ტონა ნაყარი ტვირთების ტერმინალი ვერანაირად ვერ იქნება 100 მლნ. ტონა ტვირთზე გაანგარიშებული საკონტეინერო ტვირთების მეგაპორტის კონკურენტი, ეს ცალსახაა და მე როგორც სატვირთო გადაზიდვების სპეციალისტი, ბოლო-ბოლო წლების განმავლობაში ფოთის პორტში მე-3 და მე-4 ტერმინალების მმართველი კომპანიის დირექტორი ვიყავი რამდენიმე წელი, ამას დაბეჯითებით გეუბნებით. ასევე ამ პროექტების პრეზენტაციებს შორის რაიმე კავშირი არც არის, ჩვენ წლებია ვფიქრობთ მსგავსი პროექტის განხორცილებაზე ფოთის პორტის აკვატორიაში და ჩვენთვის ანაკლიის მიმართულებით მონაწილეობაც თავის დროზე საინტერესო იყო განსახილველად, მაგრამ საბოლოოდ მაინც ფოთი ავირჩიეთ. და გავშალეთ ინტენსიური მოლაპარაკებები ფოთის პორტის მმართველ მენეჯმენტთან და მემორანდუმის ხელმოწერამდეც მივედით. ჩვენ მივესალმებით ანაკლიის პროექტს და მათ წარმატებებს ვუსურვებთ. თავად კი ორიენტირებული ვართ იმ ტვირთებზე რომლებიც ტრადიციულია ფოთის მიმართულებაზე და გვინდა მათ შევუქმნათ ახალი შესაძლებელობები და კომფორტული მომსახურების სივრცე. ნუთუ შეიძლება იფიქრო, რომ 100 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციით შესააძლებელია კონკურენცია გავუწიოთ ასეთ დიდ წამოწყებას? და, თუ ვინმე ხედავს ამ პროექტებს შორის კონკურენციას, მინდა ვიკითხო: განა კონკურენცია ცუდია?
4.რა სტადიაზე ეხლა თქვენი პროექტი?
ჯერ-ჯერობით მხოლოდ ურთიერთგაგების მემორანდუმია ხელმოწერილი, ეხლა მიმდინარეობს „ეიფიემ ტერმინალსთან“ საკონსეციო ხელშეკრულების მომზადების სამუშოები და პარალელურ რეჟიმში ჩვენთვის კარგად ცნობილ ტვირთმფლობელებთან განახლდა მოლაპარაკებები რათა ისინი შემოურთდნენ ჩვენს პროექტს კონსორციუმში ან გაფორმდეს შესაბამისი მემორანდუმები განზრახულობათა შესახებ სამომავლო სახელშეკრულებო ურთიერთობის თაობაზე.
მე პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას საქმეთა მიმდინარეობის შესახებ.
-მადლობა!