პრესს რელიზი

,,ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ (APM Terminals Poti) და ,,ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმს“
(PNTC) შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს 100
მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას ახალი ნაყარი ტვირთების ტერმინალის
მშენებლობაში. ტერმინალს წლიურად შეეძლება მინიმუმ 1,5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი
ტვირთის გადამუშავება და იგი ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს შესძენს საქართველოს
სატრანზიტო დერეფანს. ახალი ტერმინალის აშენება განიხილება ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთის“
კუთვნილ მიწაზე და მისი ინფრასტრუქტურის გამოყენებით.
,,ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ (APM Terminals Poti) და ,,ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმს”
(PNTC) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწერა 2018 წლის 12 იანვარს, პარასკევს,
16:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო Courtyard Marriott-ში.
,,ეიპიემ ტერმინალს ფოთს” (APM Terminals Poti) აქვს შესაძლებლობა, გააფართოვოს ფოთის პორტი
ჩრდილოეთის მიმართულებით ,,ჩრდილოეთ ტერიტორიის” ფარგლებში, რომელიც მოიცავს ახალ
მოლოს, მშრალი ნაყარი ტვირთების საერთაშორისო სტანდარტების ტერმინალებისა და მასთან
დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობას, განვითარებასა და ექსპლუატაციას.
შემდგომ ეტაპზე ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმი (PNTC), ჩამოაყალიბებს რა
ექსპერტთა ჯგუფს, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შექმნის,
განავითარებს და მართავს მშრალი ნაყარი ტვირთების ტერმინალებს, დაგეგმავს შესაბამის
ინფრასტრუქტურას და სათანადო ნაგებობებს.
ეიპიემ ტერმინალსი (APM Terminals) — ერთ-ერთი უმსხვილესი პორტების ოპერატორი კომპანია —
მზადაა, განაგრძოს თავისი საქმიანობა და მოემსახუროს კავკასიისა და ცენტრალური აზიის
რეგიონებში ლოგისტიკურ საზოგადოებას და სხვა მომხმარებლებს, რაც, თავის მხრივ, ხელს
შეუწყობს საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკის ზრდას საქართველოში.
ურთიერთგაგების მემორანდუმის საზეიმო ხელმოწერის ცერემონიალზე მოწვეული საპატიო
სტუმრების სიაში შედიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,
საქართველოს რკინიგზისა და საზღვაო ადმინისტრაციის, ქალაქ ფოთის მერიისა და
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის
თანამშრომლები და ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმის მიერ მოწვეული ბიზნესმენთა
ჯგუფი.