ჩვენ შესახებ

“ეიპიემ ტერმინალს ფოთი” (APMT Poti) და ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმი (PNTC) ხელს აწერენ
ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის თანახმადაც ფოთის საზღვაო პორტის კორპორაციის კუთვნილ მიწაზე და ჰიდროტექნიკურ
ინფრასტრუქტურაში დაახლოებით ასი მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ახალი ნაყარი ტვირთების
ტერმინალი წელიწადში დაახლოებით 9 მილიონი ტონა სხვადასხვა სახის მშრალი ნაყარი ტვირთების გადამუშავებას
შეძლებს და ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის საქართველოს სატრანზიტო დერეფანს.
ფოთის საზღვაო პორტის კორპორაცია (PSPC) დაინტერესებულია ფოთის პორტის ჩრდილოეთის მიმართულებით გაფართოების
შესაძლებლობით, „ჩრდილოეთ ტერიტორიის“ ფარგლებში, რაც გულისხმობს ჩრდილოეთის მიმართულებით ახალი მოლოს და
მშრალი ნაყარი ტვირთების საერთაშორისო სტანდარტების ტერმინალებისა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის
მშენებლობას, განვითარებასა და ექსპლუატაციას.
ამ მიზნით ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმში (PNTC) გაერთიანდა ქართველი და უცხოელი ბიზნესმენთა ჯგუფი, რათა
შექმნან, განავითარონ და მართონ თანამედროვე სტანდარტების მშრალი ნაყარი ტვირთის ტერმინალი, შესაბამისი
ინფრასტრუქტურა და ობიექტები „ჩრდილოეთ ტერიტორიის“ ფარგლებში, რომლის წლიური სიმძლავრე შეადგენს 9 მილიონ
ტონას.

  • ნავმისადგომის სიგრძე 400 მ
  • ნავსადგურის სიღრმე 14.5 მ
  • ტერიტორია 24 ჰექტარი
  • მაქსიმალური სიმძლავრე
    9 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი
    ტვირთი წელიწადში